უიმბლდონმა რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები შეჯიბრზე არ დაუშვა

ცნობილი გამოცემა “BBC”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უიმბლდონის ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები უიმბლდონზე არ დაუშვან.

მიზეზი კი უკრაინაში მიმდინარე ომია, რომელიც რუსეთმა დაიწყო და მათ მხარს ასევე ბალარუსიც უჭერს.

“20 აპრილს, უიმბლდონის მესვეურების შეკრება გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები შეჯიბრზე არ დაიშვებიან”. – წერს “BBC”.

უიმბლდონი დიდი სლემებიდან ერთ-ერთია და ის 2022 წელს ივნისში გაიმართება. უიმბლდონზე შემდეგ რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს ვერ ვიხილავთ: რუსები – დანილ მედვედევი (N2); ანდრეი რუბლევი (N8); კარენ ხაჩანოვი (N26); ასლან კარაცევი (N32). ბელარუსები – არინა საბალენკა (N5); ვიქტორია აზარენკა (N16).

შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) არაერთი შეზღუდვები დაუწესა: კერძოდ, ისინი მონაწილეობას ვერ იღებენ საკუთარი დროშის ქვეშ. ასევე გაუქმდა ყველა საერთაშორისო შეჯიბრი რუსეთსა და ბელარუსში. მათ ასევე აეკრძალათ დევისის თასზე მონაწილეობა.

უიმბლდონმა რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები შეჯიბრზე არ დაუშვა

სტატიის ავტორი
-