Belive

უიმბლდონი - ნახევარფინალების პრევიუ | Live.ge-ის პროგნოზები

2 წლის წინ ჩოგბურთი
4 წთ
2021 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი 28 ივნისიდან მიმდინარეობს და დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საჩოგბურთო სამყაროს ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი, რაფაელ ნადალის გარდა. უიმბლდონის წლევანდელი სეზონის მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში გამოირკვა 2 ნახევარფინალური წყვილი - ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. დენის შაპოვალოვი; მატეო ბერეტინი Vs. ჰუმბერტ ჰურკაჩი.

მატეო ბერეტინი Vs. ჰუმბერტ ჰურკაჩი


ჩოგბურთის მცოდნეთათვის მატეო ბერეტინისა და ჰუმბერტ ჰურკაჩის წყვილის უიმბლდონის ნახევარფინალში ხილვა ერთი შეხედვით უცნაურად ჩანს, თუმცა ორივე ჩოგბურთელს თავის მხრივ აქვს იმის ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ მათი ამ სტადიაზე გასვლა შემთხვევითობა არაა. მატეო ბერეტინის ბოლო 15 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მარცხი აქვს, თუმცა ბოლო 10-დან 10-ვე დაპირისპირებაში იმარჯვა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ იტალიელი ჩოგბურთელი წლევანდელ სეზონში ბალახისსაფარიან კორტზე არცერთხელ არ დამარცხებულა - ჯერ ლონდონში გამართული ტურნირი მოიგო, შემდეგ კი უიმბლდონზე გადმოინაცვლა, სადაც უმნიშვნელოვანეს ტიტულამდე 2 შეხვედრის წარმატებით დასრულება აშორებს. ჩოგბურთელები, რომლებიც ბერეტინიმ ნახევარფინალისკენ მიმავალ გზამდე დაამარცხა - პელა, ზანდშულპი, ბედენე, ივაშკა და ოჟე-ალიასიმი. რაც შეეხება ჰურკაჩს, რომელმაც 2021 წელს სრულიად საჩოგბურთო სამყაროს გაოცება შეძლო მაიამის მასტერის ტიტულის მოპოვებით, რომელმაც რეიტინგში მისი მნიშვნელოვანი დაწინაურების საწინდარი გახდა. პოლონელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერია, უიმბლდონზე კი მე-14 ნომრად იყო განთესილი. საყურადღებოა, რომ ჰურკაჩმა გაცილებით უფრო რთული გზა გაიარა ამ სტადიამდე, ვიდრე მისმა მომავალმა ოპონენტმა.

ჰუმბერტის მიერ ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე დამარცხებული ჩოგბურთელები - მუსეტი, ჟირონი, ბუბლიკი, მედვედევი და ფედერერი. ურთიერთშეხვედრები ზემოთხსენებულ ორ ჩოგბურთელს შორის მხოლოდ ორჯერ გაიმართა, პირველ შემთხვევაში 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერეტინის გამარჯვებით დასრულდა, მეორე თამაში ჰურკაჩსა და ბერეტინის შორის 2019 წელს მაიამის მასტერსზე გაიმართა, სადაც პოლონელმა ჩოგბურთელმა იმარჯვა, თუმცა არცერთი მოცემული ურთიერთშეხვედრა გარდა სტატისტიკური მაჩვენებლისა, არაფრისმთქმელია, ვინაიდან ორივე მათგანი ამჟამინდელ რეალობაში გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ურთიერთშეხვედრების დროს. ექსპერტების აზრით ბერეტინისა და ჰურკაჩის შეხვედრის ფავორიტად იტალიელი ჩოგბურთელია შეფასებული.
Live.ge-ის პროგნოზი: მატეო ბერეტინის გამარჯვება, რომელიც ბეთლაივზე 1.44 კოეფიციენტით ფასდება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. დენის შაპოვალოვი


მეორე ნახევარფინალური წყვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერის, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ახალგაზრდა კანადელი ჩოგბურთელის, დენის შაპოვალოვის წყვილით დაკომპლექტდა. დღევანდელ საშეჯიბრო დღეს, სწორედ ჯოკოვიჩისა და შაპოვალოვის მატჩი დახურავს, რომელმაც ჩოგბურთის მოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და ეს ყველაფერი ორივე ჩოგბურთელის დამსახურებაა, ჯოკოვიჩიც და შაპოვალოვიც უიმბლდონის ბალახის კორტზე თავს შესანიშნავად გრძნობენ. ჯოკოვიჩსა და შაპოვალოვს შორის აქამდე 7 ურთიერთშეხვედრაა გამართული, აქედან მხოლოდ ერთი დასრულდა შაპოვალოვის გამარჯვებით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იმალება ამ გამარჯვებაში. სერბსა და კანადელს შორის 7 გამართული ურთიერთშეხვედრიდან მხოლოდ ერთი იყო ბალახის საფარზე, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი საჩვენებელი ტიპის იყო, სწორედ ეს ერთი შეხვედრა მოიგო შაპოვალოვმა.

ჯოკოვიჩის მიერ განვლილი გზა ერთი შეხედვით უფრო მარტივი იყო ვიდრე შაპოვალოვის, ნახევარფინალამდე სერბის მიერ დამარცხებული ჩოგბურთელებია - დრეიპერი, ანდერსონი, კუდლა, გარინი და ფუქსოვიჩი. შაპოვალოვს ნახევარფინალამდე 5-ის ნაცვლად 4 შეხვედრის მოგება მოუწია, ვინაიდან ანდუხარ-ალბა მეორე რაუნდში კორტზე ტრავმის მიზეზით ვერ გამოვიდა და კანადელს ავტომატური მოგება ჩაეთვალა, თუმცა დენისმა ისეთი ჩოგბურთელები დაამარცხა, როგორებიც არიან - კოლშრაიბერი, ენდი მარი, ბაუტისტა-აგუტი და ხაჩანოვი. ექსპერტების აზრით, შეხვედრის ერთპიროვნული ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩია.
Live.ge-ის პროგნოზი: დენის შაპოვალოვის +8.5 გეიმით გამარჯვება, რომელიც ბეთლაივზე 1.44 კოეფიციენტით ფასდება.
prognozi 2

 

სხვა სტატიები