Belive

უიმბლდონი - შაპოვალოვი დამარცხებულია, ჯოკოვიჩი ფინალში ითამაშებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
უიმბლდონის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა დენის შაპოვალოვი დაამარცხა. ახალგაზრდა კანადელის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გამარჯვება სამ სეტში მოახერხა. ჯოკოვიჩმა პირველი სეტი ტაიბრეიკით მოიგო, დანარჩენი სეტები კი ერთი და იმავე ანგარიშებით - 7:5; 7:5. დაპირისპირება 2 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც 34 წლის სერბმა 9 ეისის შესრულება მოახერხა. ნოვაკს შაპოვალოვზე 7-ით ნაკლები (33) ვინერსი ჰქონდა, თუმცა შეცდომების რაოდენობით 22 წლის კანადელს აშკარად ჩამორჩებოდა. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. ფინალში სერბი მატეო ბერეტინის (8) დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები