Belive

უიმბლდონის 1/16-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

1 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, 2022 წლის დიდი სლემის ტურნირზე (უიმბლდონი) წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. დიდი სლემის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/16-ფინალში, ბასილაშვილის მეტოქე ნიდერლანდელი ტიმ ვან რეიტჰოვენი იქნება, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მცირედი სენსაცია მოახდინა და რაილი ოპელკა დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის ასეულს მიღმაა, უკანასკნელ პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და არაერთი სახელოვანი მეტოქე დაამარცხა. ვან რეიტჰოვენის მსხვერპლთა შორის - მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ათეულის ერთი და ოცეულის ორი წევრი მოხვდა. 1/16-ფინალურ ეტაპზე, გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, ბასილაშვილი პირად რეკორდს გააუმჯობესებს. უიმბლდონზე ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი სწორედ მესამე რაუნდია – 2015 წელს ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში ორი მატჩი მოიგო, 1/16-ფინალში კი რობერტო ბაუტისტა აგუტთან 3 სეტში დამარცხდა. ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ტიმ ვან რეიტჰოვენს შორის გამარჯვებული, 1/8-ფინალურ ეტაპზე, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და მიომირ კეჩმანოვიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები