Belive

უიმბლდონის 2013 წლის ჩემპიონი ოსტაპენკოს მწვრთნელი გახდა 

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2013 წლის უიმბლდონის ჩემპიონი, მსოფლიოს ყოფილი მეშვიდე ჩოგანი მარიონ ბარტოლი ელენა ოსტაპენკოს მწვრთნელი გახდა. ვეტერანი ფრანგი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა წელს დაიწყო, 22 წლის ლატვიელს ავსტრიის ქალაქ ლინცში მიმდინარე ტურნირზე შეუერთდა. "ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ერთად მუშაობაც ამიტომ გადავწყვიტეთ. მარიონი შესანიშნავი ჩოგბურთელი იყო და მისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება",-თქვა ოსტაპენკომ. ოსტაპენკოს კარიერაში 2 ტიტული აქვს მოგებული და ორივე მათგანი 2017 წელს: სეულის ტურნირი და საფრანგეთის ღია პირველობა. ლატვიელი WTA-ს რეიტინგში ამჟამად 72-ე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები