Belive

"უიმბლდონზე გამარჯვებები უკრაინის დასახმარებლად მჭირდება" | ანჰელინა კალინინას მოტივაცია

1 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
უკრაინელი ჩოგბურთელის, ანჰელინა კალინინას თქმით, უიმბლდონზე მას მხოლოდ ერთი მოტივაცია აქვს - უკრაინის დასახმარებლად, საპრიზო ფონდიდან მაქსიმალურად ბევრი გამოიმუშავოს. უიმბლდონის 2022 წლის გათამაშების პირველ წრეში, უნგრელი ანა ბონდარის დამარცხების შემდეგ (4-6 6-2 6-4), კალინინამ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ქალაქ ირპინში მდებარე მისი მშობლიური სახლი დაბომბილია. საბედნიეროდ, მისი მშობლები ცოცხლები გადარჩნენ, თუმცა მისი ბებია და ბაბუა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსი ჯარისკაცების გვერდით ცხოვრობენ
"ამ ფონზე, ძალიან რთულია თამაშზე ვიყო ფოკუსირებული. მეორე მხრივ, შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თითოეული გამარჯვებით, არამარტო ჩემს ოჯახს, არამედ სხვა უკრაინელ ადამიანებს ვეხმარები. "ტურნირზე წინსვლა მეტი ფულის გამომუშავებას ნიშნავს. ეს კი ჩემთვის არის საშუალება, რომ დახმარების ხელი რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუწოდო. მე არ ვარ სუპერვარსკვლავი, თუმცა უზარმაზარი მოტივაცია მაქვს", - თქვა მსოფლიოს 35-ე ჩოგანმა.
კალინინას შემდეგი მეტოქე მისი თანამემამულე, ლესია ცურენკო იქნება. მათი სურვილია, ხალხს გააგებინონ, რომ უკრაინა კვლავ ომშია გახვეული. 33 წლის ცურენკოს თქმით, ბომბი მისი სახლიდან 100 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. "მას შემდეგ, ფსიქოლოგთან რეგულარულ სეანსებზე დავდივარ, რომ როგორმე ამ ტრავმებს გავუმკლავდე. არ ვიცი, როგორ ავირიდო თავიდან ეს ემოციები - ომის დასრულებამდე, ეს შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა ცურენკომ.
[Downloader.la]-62bb16e25f393

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა. მას შემდეგ, რუსულმა ოკუპაციამ ათასობით ჯარისკაცისა და უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ცნობილია, რომ მინიმუმ 12 მილიონ ადამიანს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია.

ასევე იხილეთ: ოლეკსანდრ უსიკი: “ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, სხეული კი სამშობლოს…”