Belive

უიმბლდონზე ცნობილი ჩოგბურთელები დააჯარიმეს!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2019 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირზე - უიმბლდონზე, მოვლენები საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. ქალთა ერთეულთა თანრიგში ლეგენდარული სერენა უილიამსი მცირე სკანდალში გაეხვა. უილიამსმა ვარჯიშის დროს კორტი დააზიანა, რის გამოც 10 000 დოლარით დააჯარიმეს. ასევე ფაბიო ფონინიც დააჯარიმეს, რომელმაც 3 000 დოლარი გადაიხადა, მან მესამე რაუნდში წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მისი სურვილი უიმბლდონისთვის ბომბის დაცემა იყო, რის გამოც სადისციპლინო კომიტეტმა მას სადამსჯელო განაჩენი გამოუტანა. ნიკ კირგიოსი მიმდინარე უიმბლდონზე ორჯერ დააჯარიმეს, ორივე შემთხვევა დისციპლინის დარღვევის გამო მოხდა, მის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა - 3 000 და 5 000 დოლარი გახლდათ.

სხვა სტატიები