Belive

უკრაინელი ჩოგბურთელი საკუთარი ქვეყნის დასაცავად იომებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
სპორტული გამოცემები, ისევე როგორც ზოგადად მსოფლიო მედია, რუსეთ-უკრაინის ომმა და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიცვა.  როგორც მოგეხსენებათ, 24 თებერვალს რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ დროისათვის როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთმა უკრაინის საზღვარი დაარღვია და საომარი მოქმედებები უკრაინელების ტერიტორიაზე მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი, როგორც ტერიტორიულად, ასევე ფაქტობრივად ყველანაირი რესურსით უკრაინას გაცილებით აღემატება, თუმცა საომარი ვითარება ამ დროისათვის სხვა რამეს მეტყველებს - უკრაინელი ხალხი, საკუთარი ერთობით, პატრიოტიზმითა და თავისუფლების შეუჩერებელი წყურვილით რუსებს ტოლს არ უდებენ, მეტიც, ოკუპანტ ქვეყანას საბრძოლო თვალსაზრისით გაცილებით მეტი დანაკარგი აქვს, ვიდრე უკრაინას და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის დასაცავად ერთიანდება ყველა - რიგითი მოქალაქიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული. უკრაინული პატრიოტიზმის ერთ-ერთი მაგალითი, უკრაინელი ჩოგბურთელი სერგეი სტახოვსკია, რომელმაც ყველასათვის მოულოდნელად სპორტულ აქტივობაზე უარი განაცხადა და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა იმისათვის, რომ "აიღოს იარაღი და რუსეთის წინააღმდეგ იომოს".
"უკრაინაში საომრად ვბრუნდები!"  "მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება არ მაქვს, მათ შორის არც იარაღის გამოყენება ვიცი, ჩემი ქვეყნის გვერდით დავდგები", - აცხადებს სტახოვსკი. ამის შემდეგ ჩოგბურთელს ჟურნალისტმა გაკვირვებით უთხრა, რომ ის სპორტსმენია და მიანიშნა, რომ საკუთარ ქვეყანას სხვა კუთხით შეუძლია დაეხმაროს, თუმცა სტახოვსკიმ მკაფიო პასუხი გასცა. "უკრაინაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან გაერთიანებულნი საერთო მიზნით, რომ დაიცვან საკუთარი სამშობლო, დაიცვან კიევის ქუჩები! ჩემი მიზანიც ესაა", - ამბობს სტახოვსკი.
უკრაინელი სპორტსმენებიდან ბოლო პერიოდში კიდევ ერთ-ერთმა ყველასათვის ცნობილმა მოკრივემ - ალექსეი უსიკმა დაადასტურა, რომ საომარ მოქმედებებში ერთვება და ქვეყნის დასაცავად იბრძოლებს!

სხვა სტატიები