Belive

US Open | 18 წლის რადუკანუ და 19 წლის ფერნანდესი ფინალში გავიდნენ

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
US Open-ის ქალთა თანრიგში სენსაციური გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირის ფინალში 18 წლის ემა რადუკანუ და 19 წლის ლეილა ფერნანდესი გავიდნენ. დღეს, გამთენიისას, ნახევარფინალში რადუკანუმ, რომელმაც ამერიკის ღია პირველობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, მარია საკარი (14) 2 სეტში - 6:1; 6:4 დაამარცხა. 18 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთელმა US Open-ზე ზედიზედ 9 თამაში ისე მოიგო, რომ 1 სეტიც არ წაუგია. საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მან ქართველი, მარიამ ბოლქვაძის ბარიერიც დაძლია. რაც შეეხება მეორე ფინალისტს, 19 წლის ლეილამ მძიმე ბრძოლაში რეიტინგის მე-2 ნომერი, არინა საბალენკა დაამარცხა - 7:6; 4:6; 6:4. ახალგაზრდა კანადელმა ფინალისთვის ბრძოლაში ნაომი ოსაკას, ანჟელიკ კერბერისა და ელინა სვიტოლინას ბარიერი დაძლია. აღსანიშნავია, რომ US Open-ის ფინალში თინეიჯერები 1999 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ. ფინალური დაპირისპირება 12 სექტემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.  

სხვა სტატიები