Belive

US OPEN | ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან 2021 წლის დასკვნითი დიდი სლემის ტურნირი - ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს, თუმცა ძირითადი ბადის სრულად დასაკომპლექტებლად საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. ტურნირის ძირითად ბადეში საკუთარი ადგილი უკვე აქვს საქართველოს პირველ ნომერს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკის ღია პირველობის პირველ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის 45-ე ნომერი, 21 წლის სებასტიან კორდა იქნება. იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი კორდას ბარიერს წარმატებით დაძლევს, მისი მომდევნო სავარაუდო ოპონენტი პაბლო კარენო ბუსტა იქნება, რომელიც ამერიკის ღია პირველობაზე მე-9 ნომრად არის განთესილი. შეგახსენებთ, რომ US OPEN-ზე მონაწილეობას ისეთი ჩოგბურთელები ვერ ღებულობენ როგორებიც არიან: როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და დომინიკ ტიმი - სამივე მათგანის შემთხვევაში მიზეზი ტრავმაა.

სხვა სტატიები