Belive

US OPEN - დღე 10 (განხილვა: ოსაკა-ცურენკო)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნაომი ოსაკა - ლესია ცურენკო

ამერიკის ღია პირველობის ბოლოს წინა მეოთხედფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერს, იაპონელ ნაომი ოსაკასა და უკრაინელ, რეიტინგის 36-ე ნომერ ლესია ცურენკოს შორის დაპირისპირება შედგა. ორივე ჩოგბურთელი ბრწყინვალე ფორმაში გახლდათ და თამაშსაც საკმაოდ დაძაბული სანახაობის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ნაომი ოსაკამ კიდევ ერთხელ გააკვირვა მაყურებელი და ამჯერად უკვე მეტოქეს 0-ის მაგივრად სულ რაღაც 2 გეიმის მოგების საშუალება მისცა. მატჩი სულ რაღაც 59 წუთს გაგრძელდა, ორივე სეტის ანგარიში ერთნაირი იყო 6:1, 6:1 - იაპონელს მატჩის სადავეები აბსოლუტურად ყველა ასპექტში ჰქონდა მოპოვებული. მომდევნო მატჩს ნაომი ოსაკა, 7 სექტემბერს 04:30 საათზე, ადგილობრივი მედისონ კიზის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები