Belive

US OPEN - დღე 11 (განხილვა: ჩილიჩი-ნიშიკორი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მარინ ჩილიჩი - კეი ნიშიკორი
ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალურ ეტაპზე 2014 წლის ფინალი განმეორდა, ერთმანეთს იაპონელი კეი ნიშიკორი და ხორვატი მარინ ჩილიჩი დაუპირისპირდნენ, იაპონელმა შურისძიება მოახერხა და ამჯერად გამარჯვებული იგი გახლდათ. მატჩი 4 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და ძალიან დრამატული სანახაობის გამოდგა. პირველი სეტი მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერმა ხორვატმა ჩოგბურთელმა შესანიშნავად ჩაატარა და 2 ბრეიკის უპირატესობით 6:2 იმარჯვა. რაც შეეხება მეორე სეტს, ჩილიჩმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ 4:2-ზე საკუთარი მოწოდება დაკარგა, რომელსაც მომდევნო 3 გეიმიც მიაყოლა და სეტის საბოლოო ანგარიში 4:6 ნიშიკორის სასარგებლოდ დაფიქსირდა. მესამე სეტში ჩოგბურთელებმა თითო-თითო ბრეიკი გაცვალეს და ტაიბრეიკამდე მივიდნენ, სადაც კეიმ პირველივე სეტ პოინტი გამოიყენა. მეოთხე სეტში ხორვატი ჩოგბურთელი საკმაოდ გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო და ერთი ბრეიკის უპირატესობით გაიმარჯვა. დასკვნით სეტში მარინ ჩილიჩმა რიგით მეორე საკუთარი მოწოდება დაკარგა, კეიმ ეს კონკრეტული უპირატესობა ვერ გამოიყენა, თუმცა ანგარიშით 4:5-ზე მარინ ჩილიჩმა საკუთარი მოწოდება კიდევ ერთხელ ჩაწერა მეტოქის ქულების აქტივში და თამაშიც დათმო. მატჩის საბოლოო ანგარიში კი ასე გამოიყურება: 6:2, 4:6, 6:7 (5), 6:4, 4:6. ნიშიკორის მომდევნო მეტოქე 8 სექტემბერს 00:00 საათზე, არტურ ეიშის კორტზე, ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.  

სხვა სტატიები