Belive

US OPEN - დღე 11 (განხილვა: ჯოკოვიჩი - მილმანი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ნოვაკ ჯოკოვიჩი - ჯონ მილმანი

გრძელდება ამერიკის ღია პირველობა, გაიმართა მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები, სადაც ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ავსტრალიელი, რეიტინგის 55-ე ნომერი, მაესტროს დამმარცხებელი ჯონ მილმანი დადგნენ. ავსტრალიელი ჩოგბურთელის წინა თამაშიდან გამომდინარე ამ თამაშს სხვადასხვაგვარი მოლოდინები ჰქონდა, თუმცა სერბმა ჩოგბურთელმა მისი ოცნების კოშკი სამ სეტში დაანგრია. მილმანი, რომელმაც როჯერ ფედერერი გამოთიშა ამერიკის ღია პირველობას, გუშინდელ თამაშში ნოვაკის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. პირველ და მეორე სეტში უამრავი ბრეიკ პონტის მიუხედავად, მხოლოდ თითო ბრეიკის უპირატესობით იგებდა ნოვაკი. მესამე სეტში ჯონ მილმანმა საკუთარი რესურსების მაქსიმუმის წარმოჩენა სცადა, მაგრამ ძნელია როდესაც როჯერს ამარცხებ და შემდეგ მატჩში კიდევ ერთ უკიდურესობას - ნოვაკ ჯოკოვიჩს აწყდები. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე სეტის მიუხედავად, ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ანგარიშით - 4:4-ზე საკუთარი მოწოდება დაკარგა, შემდეგ კი ნოლემ მცირედი შანსიც კი არ მისცა თამაშში დაბრუნების და მატჩი 3 სეტში ანგარიშით - 6:3, 6:4, 6:4 დაასრულა. შემდეგ მატჩში ნოვაკის მეტოქე იაპონელი კეი ნიშიკორი იქნება, რომელმაც დრამატულ ბრძოლაში ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა. მატჩი ნოვაკსა და ნიშიკორს შორის 8 სექტემბერს 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები