Belive

US OPEN - დღე 12 (განხილვა: ოსაკა-კიზი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნაომი ოსაკა - მედისონ კიზი 

შედგა ქალთა ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალური ეტაპები ამერიკის ღია პირველობაზე, სადაც ერთმანეთს 20 წლის იაპონელი, მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერი ნაომი ოსაკა და ადგილობრივი, რეიტინგის მე-14 ნომერი მედისონ კიზი დაუპირისპირდნენ. სპეციალისტები მატჩის ფავორიტის სტატუსს მცირე უპირატესობით მედისონ კიზს ანიჭებდნენ, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა - შესანიშნავ ფორმაში მყოფი იაპონელის შეჩერება ვერც მედისონ კიზმა მოახერხა. პირველ სეტი თანაბრად დაიწყო, მოთამაშეებმა საკუთარი 2-2 მოწოდების მოგება მოახერხეს, ამის შემდეგ კი ნაომი ოსაკამ ამერიკელი ჩოგბურთელი გატეხა და მიჯრით 4 გეიმი მოუგო და სეტის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 6:2. იაპონელმა ჩოგბურთელმა მეორე სეტის დასაწყისიდანვე მოიპოვა უპირატესობა, რომელიც მატჩის მოსაგებად საკმარისი და გადამწყვეტი აღმოჩნდა, ვინაიდან ამ სეტში მეტი ბრეიკი არ ყოფილა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ მედისონ კიზს 13 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, რომელთაგან ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო.  თამაშის საბოლოო ანგარიში ასე გამოიყურება: 6:2, 6:4 - ნაომი ოსაკა ფინალშია. ამერიკის ღია პირველობის ფინალი 9 სექტემბერს 00:00 საათზე დაიწყება, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლეგენდარული 36 წლის სერენა უილიამსი და ნაომი ოსაკა.

სხვა სტატიები