Belive

US OPEN - დღე 11 (განხილვა: სუარეს-ნავარო - კიზი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

კარლა სუარეს-ნავარო - მადისონ კიზი

ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი, ესპანელი კარლა სუარეს-ნავარო და მე-14 ნომერი, ადგილობრივი მედისონ კიზი დაუპირისპირდნენ. ექსპერტების აზრით, მატჩის ფავორიტად ამერიკელი ჩოგბურთელი მოიაზრებოდა, რომელმაც, მართლაც რომ მარტივად, საათსა და 24 წუთში შეძლო გამარჯვება. ორივე სეტი, ბრეიკების რაოდენობის თვალსაზრისით, ქალთა ჩოგბურთისთვის არადამახასიათებელი გამოდგა. პირველი სეტის ბოლოს მედისონ კიზმა მოწინააღმდეგის მოწოდებაზე მეორე სეტ-პოინტი გამოიყენა და ანგარიშით 6:4 გაიმარჯვა. მეორე სეტშიც ანალოგიური სურათი გვქონდა. რიგით მეექვსე გეიმი, რომელიც სუარეს-ნავარომ მოაწოდა, მედისონმა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე და ბრეიკის უპირატესობით გაიჭრა წინ. ანგარიშით 5:3-ზე კიზს საკუთარ მოწოდებაზე მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა სუარეს-ნავარომ ბოლო გაბრძოლებით მხოლოდ ბრეიკ პოინტის მოპოვება შეძლო, რომელიც უმალვე აღმოფხვრა ამერიკელმა ჩოგბურთელმა და მატჩის საბოლოო ანგარიში - 6:4, 6:3 დააფიქსირა. მომდევნო ეტაპზე მედისონ კიზის მეტოქე იაპონელი ნაომი ოსაკა იქნება, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. მატჩი 7 სექტემბერს 04:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები