Belive

US OPEN - დღე 12 (განხილვა: უილიამსი-სევასტოვა)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

სერენა უილიამსი - ანასტასია სევასტოვა

შედგა ქალთა ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალური ეტაპები ამერიკის ღია პირველობაზე, სადაც პირველ შეხვედრაში ერთმანეთს 36 წლის ადგილობრივი, ლეგენდარული სერენა უილიამსი და 28 წლის ლატვიელი, ანასტასია სევასტოვა დაუპირისპირდნენ. მატჩის დასაწყისში ლატვიელმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა, რომელიც პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა მისი შესრულებით. უილიამსმა 0:2-დან ზედიზედ 5 გეიმის მოპოვება მოახერხა, სეტის საბოლოო ანგარიში კი 6:3 გახლდათ მის სასარგებლოდ. რაც შეეხება მეორე სეტს, სერენა უილიამსმა 27 წუთში, მშრალად მოიგო ანგარიშით - 6:0 და ფინალის საგზური მოიპოვა. 9 სექტემბერს, 00:00 საათზე ფინალში ერთმანეთის პირისპირ სერენა უილიამსი და ნაომი ოსაკა დადგებიან.

სხვა სტატიები