Belive

US OPEN - დღე 3 (განხილვა - ნადალი, ვავრინკა, დელ პოტრო)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ამერიკის ღია პირველობაზე საკუთარი მეორე შეხვედრა გამართა მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა რაფაელ ნადალმა. ესპანელის წინააღმდეგ მსოფლიო რეიტინგის 88-ე ნომერი ვასეკ პოსპიშილი გამოდიოდა. რაფამ მეტოქე 3 სეტში დაამარცხა ანგარიშით - 6:3, 6:4, 6:2. რაფას შემდეგი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერი, რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება. მატჩი 31 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ რაფა ხაჩანოვს დაამარცხებს, არსებობს შანსი, რომ მისი შემდეგი მეტოქე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი იყოს, რომელმაც თავის მხრივ ამისათვის გვიდო პელა უნდა გამოთიშოს ამერიკის ღია პირველობას.   ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობას აგრძელებს მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, არგენტინელი ხუან-მარტინ დელ პოტრო. მეორე რაუნდში დელპოს მეტოქე ადგილობრივი დენის კუდლა გახლდათ, რომელიც არც თუ ისე რთული ბარიერი აღმოჩნდა და 3 სეტში ანგარიშით 6:3, 6:1, 7:6(7:4) დაამარცხა. მოგეხსენებათ, დელ პოტრო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება, შემდეგ რაუნდში საკმაოდ ძლიერი მეტოქე ფერნანდო ვერდასკო ეყოლება, რომელმაც თავის მხრივ ჩოგბურთის ლეგენდა ენდი მარი, მანამდე კი ფელიციანო ლოპესი გამოთიშა ტურნირს ისე, რომ ჯამში მხოლოდ 1 სეტი წააგო ბრიტანელთან. მატჩი ვერდასკოსა და დელ პოტროს შორის 31 აგვისტოს 19:00 საათზეა ჩანიშნული.   ამერიკის ღია პირველობაზე მსოფლიო რეიტინგის ხუთეულის ყოფილი წევრი, შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა საკუთარ მეორე თამაშში ფრანგ უგო ჰამბერტს დაუპირისპირდა. 33 წლის შვეიცარიელი ნელ-ნელა საკუთარ ფორმას იბრუნებს, თუმცა ვავრინკასგან ახალგაზრდა ფრანგთან წაგებული ერთი სეტი მაინც საკვირველი იყო გულშემატკივართათვის, საბოლოოდ მან 4 სეტში იმარჯვა ანგარიშით - 6:7(5:7), 6:4, 3:6, 5:7. სტანისლასი შემდეგ შეხვედრას 31 აგვისტოს გამართავს, მისი მეტოქე კანადელი მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი მილოშ რაონიჩი იქნება.    

სხვა სტატიები