Belive

US OPEN - დღე 3 (განხილვა - უილიამსი, მუგურუზა, სტივენსი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი და ამჟამინდელი 26-ე ნომერი, ლეგენდარული სერენა უილიამსი ამერიკის ღია პირველობის მესამე რაუნდშია. უილიამსმა მეორე რაუნდში რეიტინგის 101-ე ნომერი კარინა ვიტკოფტი 2 სეტში მარტივად 6:2, 6:2 დაამარცხა და შემდეგ რაუნდში საკუთარ დას, ვენუს უილიამსს დაუპირისპირდება. უკანასკნელი თამაშებიდან გამომდინარე ორივე უილიამსი კარგ ფორმაშია და მათი დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს. მატჩი 31 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება და ფავორიტად, მაინც სერენა მოიაზრება.     ამერიკის ღია პირველობის მეორე ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მე-12 ნომერი გარბინ მუგურუზა ასპარეზობას გამოეთიშა. მუგურუზა 2017 წლის სექტემბერში პირველი ნომერი გახლდათ, შესაბამისად მისგან ამ ეტაპზე წაგებას არავინ მოელოდა, მითუმეტეს საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვედრილ, რეიტინგის 202-ე ნომერ, ახალგაზრდა კაროლინა მუხოვასთან. მატჩი 2 საათსა და 28 წუთს გაგრძელდა, დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვებული, როგორც უკვე აღვნიშნეთ კაროლინა მუხოვა გახდა ანგარიშით - 6:3, 4:6, 4:6. მუხოვას შემდეგი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი ეშლი ბარტი იქნება.     ამერიკის ღია პირველობის მეორე რაუნდში, მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერ სლოან სტივენსის მეტოქე - 21 წლის უკრაინელი ანჟელინა კალინინა გახლდათ. მათ შორის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, პირველ სეტში კალინინამ შეძლო და 6:4 იმარჯვა, თუმცა დარჩენილ 2 სეტში სტივენსმა შეძლო საკუთარი ძალების მობილიზება და ანგარიშით - 5:7, 2:6 მეტოქე ტურნირს გამოთიშა. სტივენსის შემდეგი მეტოქე ვიქტორია აზარენკა იქნება, მათ შორის მატჩი ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. თამაში სტივენსსა და აზარენკას შორის 31 აგვისტოს 19:00 საათზეა ჩანიშნული.  

სხვა სტატიები