Belive

US OPEN – დღე 4 (განხილვა – ჯოკოვიჩი, ჩილიჩი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობას განაგრძობს მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი, სერბის მეტოქე რეიტინგის 61-ე ნომერი ამერიკელი ტენის სანდგრენი გახლდათ. ნოვაკმა პირველი შეხვედრის ტრადიცია გააგრძელა და ამ შეხვედრაშიც დათმო ერთი სეტი. 31 წლის სერბი მატჩის პირველ და მეორე სეტში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მესამე სეტში მას მატჩ პოინტიც ჰქონდა, რომლის რეალიზებაც ვერ მოახდინა და საბოლოოდ სეტი ტაიბრეიკში დათმო. ამერიკელის ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა სერბის დასამარცხებლად, რაც მეოთხე სეტის ანგარიშზეც აისახა. ნოვაკმა 4 სეტში ანგარიშით 6:1, 6:3, 6:7(2:7), 6:2 გაიმარჯვა. სერბის შემდეგი „გაჩერება“ რეიტინგის 25-ე ნომერი ფრანგი რიშარ გასკეა, მატჩი 1 სექტემბერს გაიმართება.  

მარინ ჩილიჩი

 
ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობას განაგრძობს 2014 წლის ტრიუმფატორი, ამჟამინდელი მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერი მარინ ჩილიჩი. ხორვატიელი ჩოგბურთელი მეორე ეტაპზე პოლონელი, რეიტინგის 109-ე ნომერ ჰუმბერტ ჰურკაჩი გაანადგურა 3 სეტში ანგარიშით - 6:2, 6:0, 6:0. მატჩის მოსაგებად ჩილიჩს სულ რაღაც საათი და 21 წუთი დასჭირდა. მარინ ჩილიჩის შემდეგი მეტოქე 19 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინაურია, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში ფრენსის ტიაფოსთან 4 სეტში გაიმარჯვა, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩოგბურთს დიდი მომავალი აქვს. მატჩი ჩილიჩსა და ალექს დე მინაურს შორის პირველ სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები