Belive

US OPEN - დღე 4 (განხილვა - ფედერერი, ზვერევი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

როჯერ ფედერერი

ამერიკის ღია პირველობის მეორე რაუნდში, საკუთარი შეხვედრა ტრიუმფით დაასრულა მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა, ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა, რომლის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 56-ე ნომერი ფრანგი ბენუა პერი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ გუშინდელ მატჩში მაესტრო არც თუ ისე დამაჯერებელი იყო, თუმცა მატჩის მოგება მაინც სეტის წაუგებლად მოახერხა ანგარიშით - 7:5, 6:4, 6:4. შემდეგ შეხვედრას როჯერი ავსტრალიელ, ყველასათვის ცნობილ, უნიჭიერეს ნიკ კირგიოსთან გამართავს. შეხვედრა პირველ სექტემბერს 19:00 საათზეა ჩანიშნული.

ალექსანდრ ზვერევი

ამერიკის ღია პირველობის მეორე რაუნდი ჩაატარა მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერმა 21 წლის ალექსანდრ ზვერევმა. ახალგაზრდა ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 131-ე ნომერს, ნიკოლას მაიუს დაუპირისპირდა და გამარჯვება მარტივად 3 სეტში ანგარიშით - 6:4, 6:4, 6:2 მოახერხა, ასე რომ ზვერევი ტურნირზე სეტის წაუგებლად ასპარეზობას განაგრძობს. ზვერევის შემდეგი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 34-ე ნომერი, 34 წლის გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება. მატჩი პირველ სექტემბერს 19:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა შესაძლებელია დროის ცვლილება.

სხვა სტატიები