Belive

US OPEN - დღე 4 (განხილვა - შარაპოვა, გარსია)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მარია შარაპოვა

ამერიკის ღია პირველობაზე საკუთარი მეორე თამაში ჩაატარა ყველასათვის ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა, ამჟამინდელი რეიტინგის 22-ე ნომერმა, მარია შარაპოვამ. მისი მეტოქე რუმინელი ჩოგბურთელი რეიტინგის 51-ე ნომერი სორანა კირსტეა გახლდათ, რომელთანაც არც თუ ისე დაძაბულ ბრძოლაში, 2 სეტში, ანგარიშით - 6:2, 7:5 იმარჯვა. მარია შარაპოვას შემდეგი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერი ელენა ოსტაპენკო იქნება. მარია შარაპოვასა და ელენა ოსტაპენკოს მატჩი პირველ სექტემბერს გაიმართება.

კაროლინ გარსია

დიდი სლემის ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს მსოფლიოს მე-6 ჩოგანი, კაროლინ გარსია. მეორე რაუნდში მისი მეტოქე პუერტო რიკოელი ოლიმპიური ჩემპიონი მონიკა პუიგი გახლდათ, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით - 6:2, 1:6, 6:4 მოახერხა გამარჯვება. კაროლინ გარსიას შემდეგი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი, ესპანელი, კარლა სუარეს-ნავარო იქნება, რომელმაც მეორე რაუნდში კრისტინა მლადენოვიჩის ამერიკული ტურნე 3 სეტში, ანგარიშით 1:6, 6:4, 4:6 დაასრულა. მატჩი კარლა სუარეს-ნავაროსა და კაროლინ გარსიას შორის პირველ სექტემბერსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები