Belive

US OPEN - დღე 4 (განხილვა - ვოზნიაცკი, ოსტაპენკო)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

კაროლინ ვოზნიაცკი

 
ამერიკის ღია პირველობის მეორე ეტაპზე, ქალთა ერთეულთა თანრიგში ასპარეზობას გამოეთიშა მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი კაროლინ ვოზნიაცკი. დანიელმა ჩოგბურთელმა, რეიტინგის 36-ე ნომერ უკრაინელ ლესია ცურენკოსთან ყველასათვის გასაკვირად, მარტივად 2 სეტში 6:4, 6:2 წააგო. ამ წაგებით კაროლინ ვოზნიაცკის არცერთი სარეიტინგო ქულა არ დააკლდება, ვინაიდან გასული წლის მსგავსად ამერიკის ღია პირველობას მეორე ეტაპზე გამოეთიშა. რაც შეეხება ლესია ცურენკოს, მისი მომდევნო მეტოქე ჩეხეთის წარმომადგენელი, მსოფლიო რეიტინგის 54-ე ნომერი, 22 წლის კატერინა სინიაკოვა იქნება. მატჩი პირველ სექტემბერს გაიმართება.

ელენა ოსტაპენკო

ამერიკის ღია პირველობის მეორე რაუნდი გადალახა ლატვიელმა ჩოგბურთელმა, მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერმა ელენა ოსტაპენკომ. მან დრამატულ ბრძოლაში რეიტინგის 73-ე ნომერი, ამერიკელი ტეილორ ტაუნსედი 3 სეტში ანგარიშით - 6:4, 3:6, 4:6. ოსტაპენკოს შემდეგი მეტოქე, ყველასათვის ცნობილი რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა იქნება, რომელიც ამერიკის ღია პირველობაზე საკმაოდ კარგად გამოიყურება და ჯერჯერობით სეტის წაუგებლად ასპარეზობს. მატჩი ოსტაპენკოსა და შარაპოვას შორის პირველ სექტემბერსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები