Belive

US OPEN – დღე 7 (განხილვა – ჯოკოვიჩი-გასკე; ზვერევი-კოლშრაიბერი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

 ალექსანდრ ზვერევი - ფილიპ კოლშრაიბერი

ამერიკის ღია პირველობის მესამე რაუნდში ასპარეზობას გამოეთიშა მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი ალექსანდრ ზვერევი. ალექსანდრ ზვერევმა ვერც ამერიკის ღია პირველობაზე გატეხა ნავსი სახელად „დიდი სლემების შიში“ და იგი თავის თანამემამულე ფილიპ კოლშრაიბერთან 4 სეტიან ბრძოლაში ანგარიშით - 6:7(1:7), 6:4, 6:1, 6:3 დამარცხდა. 34 წლის კოლშრაიბერის მეტოქე მერვედფინალურ ეტაპზე კეი ნიშიკორი იქნება, მატჩი მათ შორის 3 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება.  

ნოვაკ ჯოკოვიჩი - რიშარ გასკე

დიდი სლემის ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი, მესამე რაუნდში მას გამოცდილ რიშარ გასკესთან მოუწია დაპირისპირება. სერბი ჩოგბურთელისთვის მატჩმა სირთულეების გარეშე ჩაიარა და 3 სეტში ანგარიშით 6:2, 6:3, 6:3 მარტივად გაიმარჯვა. ნოლეს შემდეგი მეტოქე პორტუგალიელი ჟოაო სოუზა იქნება, მატჩი 3 სექტემბერს 22:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები