Belive

US OPEN - დღე 8 (განხილვა - ჯონ ისნერი-მილოშ რაონიჩი; დელ პოტრო-ჩორიჩი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ჯონ ისნერი - მილოშ რაონიჩი

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მსოფლიო რეიტინგის მე-11 ნომერი ჯონ ისნერი და 24-ე ნომერი მილოშ რაინიჩი. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. 5-სეტიანი ბრძოლის გამარჯვებული ჯონ ისნერი გამოდგა - 3:6, 6:3, 6:4, 3:6, 6:2.  

ხუან-მარტინ დელ პოტრო - ბორნა ჩორიჩი

ამერიკის ღია პირველობაზე მერვედფინალურ ეტაპზე, საკუთარი მეოთხე გამარჯვება არგენტინელმა, მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერმა ხუან-მარტინ დელ პოტრომაც მოიპოვა. მისი მეტოქე ახალგაზრდა ხორვატი ბორნა ჩორიჩი გახლდათ. დელ პოტრომ, რომელსაც ამ ტურნირის განმავლობაში არცერთი სეტი არ წაუგია, არც ამჯერად გატეხა ნავსი და 3 სეტში ანგარიშით - 6:4, 6:3, 6:1 მარტივად სძლია მეტოქეს და ამერიკის ღია პირველობას მომავალ წლამდე გამოასალმა. არგენტინელი ჩოგბურთელის მეტოქე მეოთხედფინალურ ეტაპზე ამერიკის ღია პირველობაზე, ადგილობრივი ჯონ ისნერი იქნება. მატჩი ჯონ ისნერსა და ხუან-მარტინ დელ პოტროს შორის 4 სექტემბერს 19:00 საათზეა დაგეგმილი.    

სხვა სტატიები