Belive

US OPEN - დღე 8 (განხილვა - ქეისი-ციბულკოვა; საბალენკა-ოსაკა)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მედისონ ქეისი - დომინიკა ციბულკოვა

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალურ მატჩში ერთმანეთის პირისპირ მედისონ ქეისი და დომინიკა ციბულკოვა დადგნენ. მატჩი ყველანაირი დაძაბულობის გარეშე წარიმართა და ადგილობრივმა, მსოფლიო რეიტინგის მე-14 ნომერმა, მედისონ ქეისმა მეოთხედფინალის საგზური 2 სეტში ანგარიშით - 6:1, 6:3 მოიპოვა. მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე კარლა სუარეს-ნავარო იქნება, რომელმაც რუსი მარია შარაპოვა დაამარცხა და საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება.  

არინა საბალენკა - ნაომი ოსაკა

მერვედფინალურ სტადიაზე ერთმანეთს ორი ახალგაზრდა ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი არინა საბალენკა და მე-19 ნომერი ნაომი ოსაკა დაუპირისპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, კორტზე ორივე მოთამაშე შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა მატჩის ტრიუმფატორი 3 სეტში, ანგარიშით 3:6, 6:2, 6:4 იაპონელი ნაომი ოსაკა გახდა, რომელმაც ბელორუს ჩოგბურთელს 8 მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა. 5 სექტემბერს, ნაომი ოსაკას მეოთხედფინალურ შეხვედრაში უკრაინელ ლესია ცურენკოსთან დაპირისპირება მოუწევს.

სხვა სტატიები