Belive

US OPEN - დღე 8 (განხილვა - უილიამსი, სტივენსი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

სერენა უილიამსი - კაია კანეპი

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალური შეხვედრა ჩაატარა მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა ლიდერმა და ამჟამინდელმა 26-ე ნომერმა სერენა უილიამსმა. მისი მეტოქე პირველი ტურის სენსაციის ავტორი კაია კანეპი გახლდათ (პირველ რაუნდში სიმონა ჰალეპი გამოთიშა ასპარეზობას), მატჩი სერენას გამარჯვებით დასრულდა. ესტონელმა სერენასთანაც საკმაოდ კარგად გაიბრძოლა, მოახერხა 1 სეტის მოგება, თუმცა გადამწყვეტ სეტში უილიამსმა დასაწყისიდანვე მოიპოვა უპირატესობა. საბოლოოდ მატჩი საათსა და 39 წუთში 3 სეტში ანგარიშით - 6:0, 4:6, 6:3 სერენას გამარჯვებით დასრულდა. სერენა უილიამსის შემდეგი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი კარი პლისკოვა იქნება, მატჩი 4 სექტემბერს გაიმართება.  

სლოან სტივენსი - ელის მერტენსი

მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა ჩაატარა ამერიკის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა სლოან სტივენსმა, მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომრის მეტოქე ელის მერტენსი იყო. ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეტოქეს არანაირი საშუალება არ მისცა შეხვედრის მოსაგებად და საბოლოოდ მატჩი 2 სეტში ანგარიშით 6:3, 6:3 სლოან სტივენსის გამარჯვებით დასრულდა. სლოან სტივენსის მეტოქე მეოთხედფინალურ რაუნდში მსოფლიო რეიტინგის მე-18 ჩოგანი ანასტასია სევასტოვა იქნება, მატჩი 4 სექტემბერს ჩატარდება.

სხვა სტატიები