Belive

US OPEN - დღე 9 (განხილვა: დელ პოტრო-ისნერი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ხუან-მარტინ დელ პოტრო - ჯონ ისნერი 

ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი ხუან-მარტინ დელ პოტრო და ადგილობრივი, რეიტინგის მე-11 ნომერი ჯონ ისნერი. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, საკუთარ მოწოდებებს ორივე ჩოგბურთელი იდეალურად იყენებდა. აღსანიშნავი ფაქტია მატჩში დაფიქსირებული 40 ეისი, თუმცა თუ ჩოგბურთელების სახელებს შევხედავთ გასაკვირი ნამდვილად არაა ეს მონაცემი. არგენტინელმა ჩოგბურთელმა 4 დაძაბული სეტის განმავლობაში არცერთი საკუთარი მოწოდება არ დაკარგა, თუმცა პირველ სეტში მხოლოდ საკუთარი მოწოდებით ვერას გახდა, დაძაბული ტაიბრეკის გამარჯვებული ამერიკელი ჩოგბურთელი გახლდათ. მეორე სეტში დელ პოტრომ ამერიკელს რიგით მეორე მოწოდება დააკარგვინა და ბრეიკის უპირატესობა მოიპოვა, საბოლოოდ სეტი არგენტინელმა მოიგო ანგარიშით - 6:3. მესამე სეტში ჯონ ისნერი უშეცდომოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ტაიბრეიკზე გადამწყვეტ მომენტებში ბედი არგენტინელის მხარეს იხრებოდა. რაც შეეხება დასკვნით მე-4 სეტს არგენტინელი შეუდარებელი იყო, ისევე როგორც წინა 3 სეტის განმავლობაში, მაგრამ მეოთხე სეტში მისი ცნობილი "ფორჰენდი" უფრო გამჭრიახი იყო, პირველი სამი გეიმის მიჯრით მოგების შემდეგ, დელ პოტრო კიდევ ცდილობდა მოწინააღმდეგისთვის მოწოდების წართმევას, რაც მეოთხე გეიმში არა, მაგრამ მატჩის უკანასკნელ გეიმში გამოუვიდა კიდეც და სეტის საბოლოო ანგარიში 6:2 დააფიქსირა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ასე გამოიყურება: 6:7(5), 6:3, 7:6 (4), 6:2. არგენტინელ ჩოგბურთელს ნახევარფინალში ესპანელი, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, რაფაელ ნადალი ელოდება. დელ პოტროსა და ნადალის შეხვედრა 8 სექტემბერს 00:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები