Belive

US OPEN - დღე 9 (განხილვა - კარლა სუარეს-ნავარო - მარია შარაპოვა)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

კარლა სუარეს-ნავარო - მარია შარაპოვა

გრძელდება ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალური ეტაპები, სადაც ქალთა ერთეულთა თანრიგში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი კარლა სუარეს-ნავარო და 22-ე ნომერი მარია შარაპოვა დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ფავორიტად გამოცდილი რუსი ჩოგბურთელი ითვლებოდა, თუმცა ფაქტი სხვაგვარი აღმოჩნდა. სუარეს-ნავარომ პირველი სეტის მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რომელსაც მიჯრით კიდევ ორი გეიმი მიაყოლა და საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ მარია შარაპოვამ პირველ სეტში 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც ანგარიშზეც აისახა - 6:4 სუარეს-ნავაროს სასარგებლოდ. მეორე სეტის დასაწყისში რუსმა ჩოგბურთელმა კიდევ ერთხელ დაკარგა საკუთარი მოწოდება და მოწინააღმდეგის უპირატესობა უფრო გაზარდა, თუმცა წონასწორობა უმალვე აღადგინა. სუარეს-ნავაროს მეორე სეტის მეოთხე გეიმიდან არცერთი საკუთარი მოწოდება აღარ დაუკარგავს, მარია შარაპოვამ კი კიდევ ორჯერ დათმო მოწოდება, რაც საბოლოოდ მატჩის ესპანელის სასარგებლოდ დასრულების მომტანი აღმოჩნდა. 30 წლის ესპანელი კარლა სუარეს-ნავაროს მომდევნო მეტოქე ადგილობრივი მედისონ ქეისი იქნება. მათ შორის მატჩი 5 სექტემბერსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები