Belive

US OPEN - დღე 10 (განხილვა: ნადალი-ტიმი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

რაფაელ ნადალი - დომენიკ ტიმი

ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალური მატჩი ჩაატარა მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, რაფაელ ნადალმა. მისი მეტოქე ავსტრიელი ტალანტი, მსოფლიო რეიტინგის მე-9 პოზიციაზე მყოფი დომენიკ ტიმი გახლდათ. დრამატული მატჩის პირველი სეტი ესპანელმა ლეგენდამ მშრალად წააგო, ასეთი ფაქტი ბოლოს 2007 წელს არგენტინელ დავიდ ნალბანდიანთან შეხვედრაში დაფიქსირდა. მეორე სეტში რაფამ თამაში გამოასწორა, როდესაც სეტის მოსაგებად აწვდიდა საკუთარი მოწოდება დაკარგა, თუმცა მომდევნო გეიმში მოწინააღმდეგის მოწოდებაზე მოიგო სეტი ანგარიშით 6:4. მესამე სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მე-7 გეიმში უპირატესობა ავსტრიელმა ჩოგბურთელმა მოიპოვა. ანგარიშით 5:4-ზე დომენიკი სეტის მოსაგებად აწვდიდა, თუმცა მიჯრით წაგებული 3 გეიმი ნადალისთვის სეტის მოგების მომტანი აღმოჩნდა. მეოთხე სეტიც ჩვეულ რეჟიმში, ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა, ჩოგბურთელებმა თითო-თითო ბრეიკი გაცვალეს და სეტის დასასრულს მაყურებელმა ტაიბრეიკი იხილა, რომლის დასაწყისშიც მცირე ბრეიკით წინ ავსტრიელი გაიჭრა, რომელიც საკუთარ მოწოდებაზე შესანიშნავად თამაშობდა და საბოლოოდ სეტებში ანგარიში გაათანაბრა - 7:6 (7:4) დომენიკის სასარგებლოდ. გადამწყვეტ სეტში ჩოგბურთელები გასულ სეტებთან შედარებით საგრძნობლად მობილიზებულები ჩანდნენ, 6-6 გეიმი უშეცდომოდ მიითვალეს საკუთარ ანგარიშებზე და მატჩის ბედი ტაიბრეიკის გადასაწყვეტი გახდა - ამერიკის ღია პირველობა ერთადერთი დიდი სლემის ტურნირია, სადაც ტაიბრეიკი გადამწვეტ სეტშიც ტარდება. რაფამ პირველივე მატჩპოინტზე მოიპოვა გამარჯვება, ამ ქულის წაგება დომენიკ ტიმის დამსახურება უფრო იყო, ვიდრე ესპანელის, ავსტრიელმა ბადესთან აგდებული ბურთი კორტს ააცილა და მატჩი პირველი ნომრის გამარჯვებით 5 სეტში ანგარიშით 0:6, 6:4, 7:5, 6:7 (4), 7:6 (5). რაფაელის მომდევნო მეტოქე ცნობილია, ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ხუან მარტინ დელ-პოტრო იქნება.

სხვა სტატიები