Belive

US OPEN | ენდი მარის ციციპასის დამარცხებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან ჩოგბურთი მოყვარულებს 2021 წლის რიგით უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობისათვის თვალყურის მიდევნების საშუალება ექნებათ. ტურნირზე ფედერერის, ნადალისა და გასული წლის ჩემპიონი, დომინიკ ტიმის გარდა, ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას. პირველი წრის ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერის, ენდი მარისა და მოქმედი რეიტინგის მე-3 ნომრის, სტეფანოს ციციპასის წყვილი გახლდათ. შეხვედრა დაძაბული მიმდინარეობით გამოირჩეოდა - საყურადღებოა, რომ ექსპერტების შეფასებით სტეფანოს ციციპასს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა მინიჭებული, თუმცა ენდი მარის მოულოდნელობის დაფიქსირებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. ზემოთხსენებული შეხვედრა 4 საათი და 44 წუთი მიმდინარეობდა, 5-სეტიანი დაპირისპირების საბოლოო შედეგი ასე გამოიყურება - 2:6; 7:6(9); 3:6; 6:3; 6:4 - ციციპასის სასარგებლოდ. მომდევნო ეტაპზე ციციპასის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 44-ე ნომერი, ადრიან მანარინო იქნება.

სხვა სტატიები