Belive

US Open | ჯოკოვიჩს რეკორდის მოხსნამდე 2 მოგება აკლია

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
30 აგვისტოდან ჩოგბურთის მოყვარულებს 2021 წლის რიგით უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობისათვის თვალყურის მიდევნების საშუალება ექნებათ. ტურნირზე ფედერერის, ნადალისა და გასული წლის ჩემპიონის, დომინიკ ტიმის გარდა, ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას. US Open-ზე მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში საუკეთესო 4 ჩოგბურთელის ვინაობა გამოირკვა, ესენი არიან - ნოვაკ ჯოკოვიჩი, დანილ მედვედევი, ალექსანდრ ზვერევი და ფელიქს ოჟე-ალიასიმი. ნახევარფინალური წყვილები ასე დაკომპლექტდა - ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. ალექსანდრ ზვერევი; დანილ მედევედევი Vs. ფელიქს ოჟე-ალიასიმი. საყურადღებოა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს, აქვს შანსი, რომ როდ ლეივერის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი გახდეს, რომელიც კალენდარული წლის მანძილზე, ოთხივე დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდება, ამისათვის სერბ ჩოგბურთელს მხოლოდ 2 შეხვედრის მოგება აკლია. იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტურნირის გამარჯვებული გახდება, ის "დიდ ტრიოს" შორის, ყველაზე მეტ დიდი სლემის ტურნირს მოუყრის თავს. ამჟამინდელი მოცემულობით, ჯოკოვიჩს, ფედერერსა და ნადალს 20-20 დიდი სლემის ტურნირი აქვთ მოგებული. ექსპერტების აზრით, საფინალო შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩი და დანილ მედვედევი იქნებიან წარმოდგენილნი, რაც 2021 წლის რიგით პირველი დიდი სლემის ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩის მსგავსი მოცემულობა იქნება.

სხვა სტატიები