Belive

US OPEN | ნოვაკ ჯოკოვიჩის მოულოდნელი სტარტი

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან ჩოგბურთი მოყვარულებს 2021 წლის რიგით უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობისათვის თვალყურის მიდევნების საშუალება ექნებათ. ტურნირზე ფედერერის, ნადალისა და გასული წლის ჩემპიონი, დომინიკ ტიმის გარდა, ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას. პირველი ტურის შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის 145-ე ნომერ, ჰოლგერ რუნეს შეხვდა. შეხვედრა მოულოდნელი მიმდინარეობით განვითარდა - ნოვაკ ჯოკოვიჩს 18 წლის დანიელმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი მოუგო, რაც მისთვის ერთმნიშვნელოვნად დიდი წარმატებაა. შეხვედრა 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა და საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:1; 6:7(5); 6:2; 6:1 - ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 121-ე ნომერი ტალონ გრიკსპორი იქნება.

სხვა სტატიები