Belive

US OPEN პრევიუ - ფინალი (სერენა უილიამსი - ნაომი ოსაკა)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

სერენა უილიამსი - ნაომი ოსაკა

დასასრულს მიუახლოვდა ამერიკის ღია პირველობა, სადაც ქალთა ერთეულთა თანრიგში ერთმანეთის პირისპირ ორი ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ჩოგბურთელი - მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერი სერენა უილიამსი და მე-19 ნომერი ნაომი ოსაკა.
სერენა უილიამსმა განვლილი 6 თამაშის განმავლობაში მხოლოდ 1 სეტი დათმო კაია კანეპისთან, რომელმაც ამერიკის ღია პირველობას მსოფლიო რეიტინგის ლიდერი სიმონა ჰალეპი გამოასალმა. რაც შეეხება ამერიკელის განვლილ გზას, მისი გამორჩეული მეტოქეები გახლდნენ: ვენუს უილიამსი, კარი პლისკოვა და შესანიშნავ ფორმაში მყოფი ანასტასია სევასტოვა. ამ უკანასკნელს სერენამ ნახევარფინალურ მატჩში მხოლოდ 3 გეიმი დაუთმო. საინტერესოა როგორ წარიმართება მისი დაპირისპირება იაპონელ ახალგაზრდასთან, რომელიც ანალოგიურად ექცევა საკუთარ მეტოქეებს, ზოგს 2 გეიმს უთმობს მთლიანი მატჩის განმავლობაში, ზოგს კი არცერთს.
ნაომი ოსაკა - ზოგისთვის ნაცნობი და ზოგისთვის უცნობი, 20 წლის საკმაოდ წარმატებული იაპონელი ჩოგბურთელია. ამერიკის ღია პირველობაზე მან, ისევე როგორც მისმა საფინალო მეტოქემ, მხოლოდ 1 სეტი დათმო განვლილი 6 მატჩის განმავლობაში, ამ შემთხვევაშიც მეტოქე საკმაოდ „სოლიდური“ გახლდათ - არინა საბალენკა, რომელსაც 8 თამაშიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ნაომი ოსაკას ამერიკის ღია პირველობის ფინალში მისასვლელ გზაზე საკმაოდ რთული მეტოქეები ჰყავდა - საბალენკა, ცურენკო, კიზი და ა.შ. ასევე აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია ოსაკას მიერ მშრალად მოგებული მატჩი ბელორუს სასნოვიჩთან. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, 36 წლის ლეგენდარულ სერენასა და ნაომი ოსაკას აქამდე მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ გამართული 6 თვის წინ, რომელში გამარჯვებაც ნაომი ოსაკამ იზეიმა ანგარიშით - 6:3, 6:2. ამერიკის ღია პირველობის ფინალი, 9 სექტემბერს 00:00 საათზე გაიმართება.  

სხვა სტატიები