Belive

უცნობი ისტორია: ტრანსფერი, რომელიც მადრიდის რეალმა რაფაელ ნადალის დახმარებით განახორციელა

2 წლის წინ ჩოგბურთი
3 წთ
დიდი სლემების აწ უკვე ყველა დროის რეკორდსმენმა ჩემპიონმა, რაფაელ ნადალმა თავისი უნარები საფეხბურთო საქმიანობასაც მოახმარა და საყვარელ კლუბს, მადრიდის "რეალს" ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერის განხორციელებაში დაეხმარა. ესპანელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც სულ რამდენიმე საათის წინ კარიერაში 21-ე დიდი მუზარადის ტურნირი (ავსტრალიის ღია პირველობა, ფინალში მსოფლიოს #2 ჩოგნის, რუსი დანილ მედვედევის დამარცხებით) მოიგო და ამ მაჩვენებლით "დიდი სამეულის" ორ დანარჩენ წევრს, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს გადაასწრო, რამდენიმე წლის წინ მარკო ასენსიოს "სამეფო კლუბში" მოხვედრას ხელი შეუწყო. ნადალს, რომლის სამშობლოც მალიორკაა, ადგილობრივ კლუბთან ახლო კავშირები აქვს და წარსულში თავის ბიძასთან, მიგელთან ერთად 10%-იანი წილის მფლობელიც გახლდათ. სწორედ "მალიორკაში" აღმოაჩინა 35 წლის სპორტმსენმა მარკო ასენსიო.
No description available.
17 წლის მარკო ასენსიოს ნახვის შემდეგ, მან ფლორენტინო პერესს აცნობა, რომ ეს ბიჭი აუცილებლად უნდა შეეძინა. "შენ უნდა მოაწერო ხელი ამ ბავშვთან კონტრაქტს", - უთხრა რაფამ ფლორენტინოს.
ამ ამბავს თავად 26 წლის ფეხბურთელიც ადასტურებს: "ეს ამბავი მართალია. მან დაურეკა ფლორენტინოს და უთხრა, რომ მადრიდის "რეალში მივეყვანე. იმ ზამთარს (2015 წლის) ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ მადრიდის "რეალი" დაინტერესებული იყო. რამდენიმე კლუბი რეკავდა და ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ მატჩის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ფლორენტინომ დამირეკა და მითხრა, რომ "რეალის" ფეხბურთელი გავხდებოდი. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა: ჩვენ წავედით მადრიდში, მე ხელი მოვაწერე კონტრაქტს, გვაჩვენეს "სანტიაგო ბერნაბეუ" და სავარჯიშო მოედნები "ვალდებაბასში", შემდეგ კი დავბრუნდით მალიორკაში, რომ სეზონი დაგვესრულებინა".
ამბობდნენ, რომ ახალგაზრდობაში ნადალი პერსპექტიული ფეხბურთელი იყო, მაგრამ საბოლოოდ ჩოგბურთი აირჩია. ალბათ, სწორი არჩევანი გააკეთა... მარკო ასენსიო "ბლანკოსებს" 2015 წლის 1 ივლისს შეუერთდა და 1 სეზონი განათხოვრების წესით "ესპანიოლში" გაატარა, საიდანაც დაბრუნების შემდეგ, გუნდის შემადგენლობაში 216 შეხვედრა ჩაატარა, 44 გოლი გაიტანა, 23 საგოლე პასი გააკეთა და არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და ამდენივე ლა ლიგა.

სხვა სტატიები