Belive

ვაქცინაციის გარეშე ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე არ დაუშვებენ

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
კოვიდ პანდემია სპორტულ ასპარეზზე კვლავ აქტიურად იჭრება, აზიანებს და ჩარჩოებში აქცევს უამრავ კომპონენტს, მათ შორის ისეთ სპორტსმენების ასპარეზობის საკითხსაც კი როგორიც ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირველი ჩოგბურთელია და მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი იმ კუთხით, რომ ნოვაკი ვაქცინაციის პროცესის წინააღმდეგია. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურ კალენდარში პირველი დიდი სლემის ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობაა. ავსტრალიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვაქცინაციის პროცესი სავალდებულო გახადა, მათ შორის სპორტსმენებისათვის, შესაბამისად სერბი ჩოგბურთელის ტურნირზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. essentiallysports.com-ის ცნობით ავსტრალიის ადგილობრივი ხელისუფლება არანაირი შეღავათის გაკეთებას არ გეგმავს სერბი ჩოგბურთელის მიმართ, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. ”ტურნირზე მონაწილეობა სრულიად ნოვაკ ჯოკოვიჩის ხელშია. იმ შემთხვევაში თუ ის აიცრება, ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს, თუ არ აიცრება ვერა. ერთადერთი ბერკეტი იმისათვის, რომ სპორტსმენმა ტურნირზე ასპარეზობა შეძლოს ეს არის ორმაგი დოზით ვაქცინაცია", - აცხადებს ავსტრალიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობის გათამაშება 17 იანვარს აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები