Belive

ვენუს უილიამსი: "გამარჯვება ისევ მწყურია, დიდი სლემის მოგება მინდა" 

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკელმა ქალმა ჩოგბურთელმა ვენუს უილიამსმა თქვა, რომ კარიერის დასრულებამდე კიდევ ერთი დიდი სლემის ტურნირის მოგება სურს. დებს შორის უფროსი 17 ივნისს 40 წლის ხდება. "ადამიანმა ყოველთვის უნდა იოცნებოს რაღაცაზე და მე არ ვაპირებ გამონაკლისი ვიყო. როლან გაროსის მოგება მინდა, ამისგან არც ისე შორს ვიყავი, იგივე დამოკიდებულება მაქვს ავსტრალიის ღია პირველობასთანაც. ყოველთვის ძალიან ცოტათი არ მიმართლებდა.  ალბათ, ძალიან დიდხანს აღარ ვითამაშებ. ვნახოთ, თავს როგორ ვიგრძნობ, მაგრამ იქამდე, ვიდრე დასასრული დადგება, მინდა კიდევ ერთი სლემი მოვიგო. გამარჯვება ისევ მწყურია", - თქვა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა. კარიერის განმავლობაში, ვენუსმა 5-ჯერ უიმბლდონი, ორჯერ კი სამშობლოს ღია პირველობა მოიგო. რაც შეეხება საფრანგეთსა და ავსტრალიაში ჩატარებულ პრესტიჟულ ტურნირებს, აქ უილიამსი ფინალში 3-ჯერ დამარცხდა.

სხვა სტატიები