Belive

ვენუს უილიამსის დაუჯერებელი მარცხი 15 წლის გოგონასთან

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

15 წლის გოგონა, რომელიც აქამდე საჩოგბურთო სამყაროსთვის სრულიად უცნობი მოთამაშე გახლდათ მოვლენების ეპიცენტრშია, მისი სახელი და გვარი კორი გოფია.

საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ კორი გოფის მეტოქედ ვენუს უილიამსი გამოვლინდა, რაც დიდი უიღბლობა გახლდათ მისთვის, თუმცა მოხდა საოცრება და გამოცდილი ვენუსი 2 სეტში, ანგარიშით - 6:4, 6:4 დამარცხდა.

შეხვედრას უამრავი ცნობილი გამოცემა გამოეხმაურა, მათ შორისაა BBC-იც. აღფრთოვანებას ვერ თავად 15 წლის ჩოგბურთელი მალავდა.

"მაშინ, როდესაც მე დაბადებული არ ვიყავი ვენუსს მწვერვალები უკვე დაპყრობილი ჰქონდა, ის ჩემი ერთ-ერთი კუმირია და მასთან თამაში ჩემთვის ოცნების დონეზე იყო. არ ვიცი მეტი რა ვთქვა. მისთვის ბოდიში არ მომიხდია, პირიქით ამ შეხვედრის ძალიან მადლიერი ვარ", - განაცხადა 15 წლის ჩოგბურთელმა.

სხვა სტატიები