Belive

ვინ გაინაღდა ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში - დეტალები ტურნირზე

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში კიდევ ერთი სეზონი დასრულდება. როგორც იცით, ყოველწლიურად წლის უკანასკნელი ასპარეზი (ელიტარულ ჩოგბურთელებში) ლონდონის შემაჯამებელი ტურნირია (Nitto ATP Finals), რომელიც დიდი სლემის ტურნირების შემდეგ ქულების მხრივ საუკეთესოა - გამარჯვებულს რეიტინგში 1,500 ქულა ერგება. წლევანდელ შემაჯამებელ ტურნირზე თამაში ამ დროისათვის ოფიციალურად 7 ჩოგბურთელს აქვს განაღდებული, თუმცა შვიდეულის ერთ-ერთი წევრი როჯერ ფედერერია, რომელიც მიუხედავად ტურნირზე განაღდებული ადგილისა, ვერ ითამაშებს - 2020 წლის პირველ ნახევარში, შვეიცარიელმა მაესტრომ ფეხზე ოპერაცია ჩაიტარა და დააანონსა, რომ 2021 წლამდე თამაშს ვერ შეძლებდა. გთავაზობთ დეტალებს შემაჯამებელი ტურნირის შესახებ:

დაწყების/დამთავრების თარიღი - 15-22 ნოემბერი  საპრიზო ფონდი - 5,700,000 $ (გასულ წელს საპრიზო ფონდი 9,000,000 $ გახლდათ) სარეიტინგო ქულა - 1,500   მოქმედი ჩემპიონი - სტეფანოს ციციპასი
tsitsipas

უკანასკნელი წლების ჩემპიონთა სია:



ვინ გაინაღდა ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა?


როგორც უკვე აღვნიშნეთ წლევანდელ ტურნირზე მონაწილეობა 6 ჩოგბურთელს აქვს განაღდებული, დარჩენილი 2 ჩოგბურთელიც მალე გახდება ცნობილი. გთავაზობთ ამჟამინდელ ექვსეულს:
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • ალექსანდრ ზვერევი
  • დანილ მედვედევი
  • დომინიკ ტიმი
  • სტეფანოს ციციპასი
ტურნირზე მოხვედრის დიდი შანსი აქვს ახალგაზრდა რუს ჩოგბურთელ, ანდრეი რუბლევს, რომელიც სულ უფრო და უფრო შესანიშნავ ჩოგბურთს აჩვენებს პუბლიკას და დიდ სიმპატიებსაც იმსახურებს. ასევე ლონდონის შემაჯამებელი ტურნირისათვის იბრძოლებს დიეგო შვარცმანი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია საუკეთესო 8 ჩოგბურთელის საბოლოოდ დასაკომპლექტებლად.

სხვა სტატიები