Belive

ვინ გაინაღდა ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში - დეტალები ტურნირზე

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში კიდევ ერთი სეზონი დასრულდება. როგორც იცით, ყოველწლიურად წლის უკანასკნელი ასპარეზი (ელიტარულ ჩოგბურთელებში) ლონდონის შემაჯამებელი ტურნირია (Nitto ATP Finals), რომელიც დიდი სლემის ტურნირების შემდეგ ქულების მხრივ საუკეთესოა. წლევანდელ შემაჯამებელ ტურნირზე თამაში ამ დროისათვის ოფიციალურად 6 ჩოგბურთელს აქვს განაღდებული, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ მათ 10 ნოემბრამდე (ამ დროს იწყება ტურნირი) TOP 8 ჩოგბურთელიდან დაქვეითება არ ემუქრებათ. გთავაზობთ დეტალებს შემაჯამებელი ტურნირის შესახებ:
დაწყების/დამთავრების თარიღი - 10-17 ნოემბერი  საპრიზო ფონდი - 9 000 000 $ სარეიტინგო ქულა - 1500   მოქმედი ჩემპიონი - ალექსანდრ ზვერევი 
  უკანასკნელი წლების ჩემპიონთა სია:
  როგორც უკვე აღვნიშნეთ წლევანდელ ტურნირზე მონაწილეობა 6 ჩოგბურთელს აქვს განაღდებული, დარჩენილი 2 ჩოგბურთელიც მალე გახდება ცნობილი. გთავაზობთ ამჟამინდელ ექვსეულს:
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დანილ მედვედევი
  • დომინიკ ტიმი
  • სტეფანოს ციციპასი

სხვა სტატიები