Belive

ვინ გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში | დეტალები ტურნირზე

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში კიდევ ერთი სეზონი დასრულდება. როგორც იცით, ყოველწლიურად წლის უკანასკნელი ასპარეზი (ელიტარულ ჩოგბურთელებში) წლის შემაჯამებელი ტურნირია (Nitto ATP Finals), რომელიც დიდი სლემის ტურნირების შემდეგ ქულების მხრივ საუკეთესოა - გამარჯვებულს რეიტინგში 1,500 ქულა ერგება. წლევანდელ შემაჯამებელ ტურნირზე თამაში ამ დროისათვის ოფიციალურად 4 ჩოგბურთელს აქვს განაღდებული. სამწუხაროდ წლევანდელ ტურნირს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი გამოტოვებენ - ტრავმის გამო ორივე მათგანისათვის 2021 წლის საშეჯიბრო კალენდარი უმოქმედო იქნება. გთავაზობთ დეტალებს შემაჯამებელი ტურნირის შესახებ:

დაწყების/დამთავრების თარიღი - 14-21 ნოემბერი  ჟამური საპრიზო ფონდი - 14,500,000 სარეიტინგო ქულა - 1,500   მოქმედი ჩემპიონი - დანილ მედვედევი
medvedev

უკანასკნელი წლების ჩემპიონთა სია:



ვინ გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობა?


როგორც უკვე აღვნიშნეთ წლევანდელ ტურნირზე მონაწილეობა 4 ჩოგბურთელს აქვს განაღდებული, დარჩენილი 4 ჩოგბურთელიც მალე გახდება ცნობილი. გთავაზობთ ამჟამინდელ ოთხეულს:
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • დანილ მედვედევი
  • სტეფანოს ციციპასი
  • ალექსანდრ ზვერევი

ტურნირზე მოხვედრის შანსი აქვს ბრიტანელ ჩოგბურთელ, კამერონ ნორის, რომელმაც ინდიან უელსის მასტერსის მოგება შეძლო. საფინალო შეხვედრაში კამერონ ნორიმ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტურნირი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტურინში გაიმართება, აქამდე წლის შემაჯამებელ და ყველა ტურნირისგან განხვავებულ შეჯიბრს ლონდონი მასპინძლობდა.

სხვა სტატიები