Belive

WTA TOKYO - მიმოხილვა

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
დასასრულს მიუახლოვდა ტოკიოს WTA-ს ტურნირი, სადაც ნახევარფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია.

ალისონ რისკე Vs კაროლინა პლისკოვა

მსოფლიო რეიტინგის 75-ე ნომერი ალისონ რისკე რეიტინგის მე-8 საფეხურზე მყოფ კარი პლისკოვას საკმაოდ კარგად დაუპირისპირდა. პირველ სეტში ამერიკელმა ჩოგბურთელმა საწყის გეიმში ბრეიკის უპირატესობა მოიპოვა, თუმცა როგორც ჩანს ამ ფაქტმა ძალიან გააბრაზა კარი პლისკოვა, რომელმაც მიჯრით 6 გეიმი მოიგო და სეტის საბოლოო ანგარიში - 6:1 დააფიქსირა. რაც შეეხება მეორე სეტს, რომელიც 1 საათს გაგრძელდა, ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ტაი-ბრეიკი ისეთივე დაძაბული აღმოჩნდა, როგორიც მთლიანად მეორე სეტი, თუმცა გამარჯვება ალისონ რისკეს დარჩა. დასკვნით სეტში ჩოგბურთელები საკმაოდ დაღლილ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თუმცა აღსანიშნავია ამერიკელი ჩოგბურთელის მიერ ვერ გამოყენებული შესანიშნავი შანსები. ანგარიშით 6:5 - 40:15-ზე ალისონ რისკემ საკუთარ მოწოდებაზე 2 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა და არამხოლოდ ვერ გამოიყენა, მან მთლიანად დათმო მოწოდება, რის შედეგადაც შეხვედრის ბედი ტაი-ბრეიკამდე მივიდა. აქ კი გამოცდილმა კარი პლისკოვამ მოწინააღმდეგეს არანაირი შანსი არ მისცა შეხვედრის მოსაგებად და გადამწყვეტ ტაი-ბრეიკში ანგარიშით 7:4 იმარჯვა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ასე გამოიყურება: 6:1, 6:7(5), 7:6(4) კარი პლისკოვას სასარგებლოდ.  

დონა ვეკიჩი Vs კაროლინ გარსია

¼-ფინალურ ეტაპზე ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო რეიტინგის 45-ე ნომერი დონა ვეკიჩი და რეიტინგის მე-4 ჩოგანი კაროლინ გარსია წარსდგნენ. სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად კაროლინ გარსია მოიაზრებოდა, რაც არამგონია ვინმესთვის გასაკვირი ყოფილიყო, თუმცა შეხვედრაში სულ სხვა სურათი აღიბეჭდა. პირველ სეტში ფრანგმა კაროლინ გარსიამ მალევე მოიპოვა უპირატესობა, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ შეძლო და საბოლოოდ 3-ჯერ დაკარგა საკუთარი მოწოდება. სეტის საბოლოო ანგარიში - 6:3 დონა ვეკიჩის სასარგებლოდ. მეორე სეტში მაყურებელი ფრანგი ჩოგბურთელისაგან განსხვავებულ თამაშს მოელოდა, თუმცა განსხვავებული არაფერი ყოფილა, ორივე სეტი ზუსტად ერთნაირად წარიმართა, უბრალოდ მეორე სეტში კაროლინ გარსიამ, რომელმაც ბრეიკის უპირატესობა მოიპოვა, სამის

სხვა სტატიები