Belive

WTA Wuhan - მიმოხილვა (კერბერი-კიზი ; გორგესი-კენინი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
გაიმართა 1/16-ფინალური შეხვედრები WTA Wuhan-ზე, სადაც თითქმის ყველა უმაღლესი დონის ჩოგბურთელი ასპარეზობს, როგორც წინა სტატიებში აღვნიშნეთ ეს ტურნირი 2014 წლიდან იღებს სათავეს და საკმაოდ პრესტიჟულად მიიჩნევა როგორც ქულებით, ასევე პრესტიჟით. მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერმა, გერმანელმა ჯულია გორგესმა საკუთარი 1/16 ფინალური შეხვედრა სოფია კენინის წინააღმდეგ გამართა. პირველ სეტში კენინმა ცუდი სტარტის შემდეგ მაინც მოახერხა გამარჯვება ანგარიშით - 6:3. მეორე სეტში გერმანელმა ჩოგბურთელმა წონასწორობა საკმაოდ დამაჯერებლად აღადგინა ანგარიშით - 6:2. რაც შეეხება მესამე სეტს, ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება კენინს დარჩა, სეტის განმავლობაში 5 ბრეიკი ვიხილეთ, საიდანაც 3-ჯერ ამის გაკეთება სწორედ სოფია კენინმა მოახერხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასე გამოიყურება - 6:3, 2:6, 6:4 სოფია კენინის სასარგებლოდ. მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი ანჟელიკ კერბერი  1/16-ფინალურ ეტაპზე ამერიკელ მედისონ კიზს დაუპირისპირდა. ამერიკელის შესანიშნავ ფორმაში ყოფნიდან გამომდინარე შეხვედრის ფავორიტის წოდება სპეციალისტებისგან ორად გაიყო, ერთნი კერბერს წინასწარმეტყველებდნენ, მეორენი კი კიზს, თუმცა შეხვედრაში სულ სხვა სურათი აღიბეჭდა. მედისონ კიზი, რომელსაც როგორც შეხვედრის დასასრულს გამოიკვეთა ტრავმა აწუხებდა, პირველ სეტში მშრალად 6:0 დამარცხდა, მეორე სეტში კი ანგარიშით 4:1-ზე, როდესაც 2-ბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა გერმანელმა მედისონ კიზი დანებდა, მომდევნო ეტაპზე კერბერი მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერ ეშლი ბარტის დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები