Belive

WTA Wuhan - მიმოხილვა (ვოზნიაცკი-პეტერსონი ; საბალენკა-სვიტოლინა ; კვიტოვა-კრუნიჩი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
გაიმართა 1/16-ფინალური შეხვედრები WTA Wuhan-ზე, სადაც თითქმის ყველა უმაღლესი დონის ჩოგბურთელი ასპარეზობს, როგორც წინა სტატიებში აღვნიშნეთ ეს ტურნირი 2014 წლიდან იღებს სათავეს და საკმაოდ პრესტიჟულად მიიჩნევა როგორც ქულებით, ასევე პრესტიჟით. 1/16-ფინალური ეტაპი დაძლია მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერმა კაროლინა ვოზნიაცკიმ, მან რებეკა პეტერსონი მარტივად, 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 6:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ანუ 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მონიკა პუიგი იქნება. საინტერესო დაპირისპირება შედგა არინა საბალენკასა და ელენა სვიტოლინას შორის, შესანიშნავ ფორმაში მყოფი არინა აგრძელებს პუბლიკის გაოცებას და ახლა უკვე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი გამოთიშა ასპარეზობას. საბალენკამ პირველი მოგებული სეტის შემდეგ, მეორე სეტი მოწინააღმდეგეს დაუთმო და როგორც ჩანს ძალებიც კარგად დაზოგა, ვინაიდან მესამე სეტში ელენა სვიტოლინამ მის წინააღმდეგ მხოლოდ 1 გეიმის მოპოვება მოახერხა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ასე გამოიყურება - 6:4, 2:6, 6:1 საბალენკას სასარგებლოდ. გამარჯვების მოპოვება მოახერხა მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერმა პეტრა კვიტოვამ, მან მარტივად, 2 სეტში ანგარიშით - 6:3, 6:4 დაამარცხა მსოფლიო რეიტინგის 63-ე ნომერი ალექსანდრა კრუნიჩი.  

სხვა სტატიები