Belive

WTA Wuhan - მიმოხილვა (მუგურუზა-გოლუბიჩი ; პუიგი-სასნოვიჩი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
გაიმართა 1/16-ფინალური შეხვედრები WTA Wuhan-ზე, სადაც თითქმის ყველა უმაღლესი დონის ჩოგბურთელი ასპარეზობს, როგორც წინა სტატიებში აღვნიშნეთ ეს ტურნირი 2014 წლიდან იღებს სათავეს და საკმაოდ პრესტიჟულად მიიჩნევა როგორც ქულებით, ასევე პრესტიჟით. 1/16 ფინალური შეხვედრა გამართა გარბინ მუგურუზამ, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მე-100 ნომერ ვიქტორია გოლუბიჩს დაუპირისპირდა. შეხვედრას დაძაბულობის მოლოდინი დიდად არ ჰქონია თუმცა ასეთ შედეგს არავინ ელოდა, გარბინ მუგურუზამ მეტოქე გაანადგურა, მან 22 წუთში მოახერხა პირველი სეტის მოგება ანგარიშით 6:0. რაც შეეხება მეორე სეტს, არც აქ დააკლო მეტოქეს განადგურება მუგურუზამ და 38 წუთში 6:1 გაიმარჯვა და 1/8-ფინალის საგზური გაინაღდა. 1/8-ფინალის საგზური გაინაღდა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მონიკა პუიგმა, რომელმაც 2 სეტში ანგარიშით - 6:2, 6:2 დაამარცხა მსოფლიო რეიტინგის 32-ე ნომერი ალექსანდრა სასნოვიჩი.

სხვა სტატიები