Belive

WTA Wuhan - ფინალი

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დასრულდა ჩინეთში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი WTA ვუჰანი, სადაც ფინალში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი, შესანიშნავ ფორმაში მყოფი არინა საბალენკა და რეიტინგის 27-ე ნომერი ანეტ კონტავეიტი შეხვდნენ. პირველი სეტის მე-4 გეიმში საბალენკამ ბრეიკი მოიპოვა, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა მთელ სეტში, შესაბამისად ბელორუსი წინ გავიდა. მეორე სეტის პირველ ექვს გეიმში ჩოგბურთელებმა საკუთარი მოწოდებები დამაჯერებლად აიღეს, თუმცა ბელორუსმა მიჯრით მოახერხა 2 ბრეიკის გაკეთება და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:3, 6:3 არინა საბალენკა ჩემპიონია.

სხვა სტატიები