Belive

ზედიზედ 8 მატჩი სეტმოუგებლად - ბასილაშვილი მეცის ტურნირიდან გამოვარდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს #1 და მსოფლიოს 36-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ATP მეცის 1/8-ფინალიდან გამოვარდა.

1/16-ფინალში ქართველ ჩოგბურთელს ბელგიელი მეტოქე, 22 წლის ზიზუ ბერგი ჰყავდა, რომელთანაც პირველი სეტი 4:6 დათმო, მეორე სეტს კი ბრეიკით 1:2 აგებდა, თუმცა ბელგიელმა ჩოგბურთელმა ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო, შესაბამისად შემტეგი ეტაპის საგზური ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიპოვა. ახლა კი 1/8 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ - არტუნ რინდერკნეხთან 2 სეტში (6:7; 3:6) დამარცხდა და მეცის შეჯიბრზე ასპარეზობა დაასრულა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მერვე მატჩი დათმო ისე, რომ მას სეტიც კი არ მოუგია.

სხვა სტატიები