Belive

ზედიზედ მეორედ - ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ATP-ს გამარჯვებულია!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან გერმანიაში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია. ნიკას ჰამბურგის ასპარეზზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა – მას უნდა დაეცვა გასულ წელს მოპოვებული 500 ქულა. პირველი ოთხი რაუნდის საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად დაძლევის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე, მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე, 21 წლის რუსი – ანდრეი რუბლევი გახლდათ, რომელსაც ბასილაშვილი ასევე საკმაოდ კარგად გაუმკლავდა და 3 სეტიან ძალიან რთულ დაპირისპირებაში გაიმარჯვა, რითაც იგი ჰამბურგის ATP-ს გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 7:5, 4:6; 6:3 – ბასილაშვილის სასარგებლოდ. 

სხვა სტატიები