ზვერევი US Open-ს აკრიტიკებს – ინფორმირებულები არ ვიყავით

აშშ-ის ღია პირველობის დაწყებამდე ბენუა პერს კორონავირუსი დაუდგინდა. ფრანგ ჩოგბურთელთან ახლოს მყოფი სხვა ჩოგბურთელები თვითიზოლაციაში არიან.

ალექსანდრ ზვერევმა, რომელმაც US Open-ი გამარჯვებით დაიწყო, ტურნირის ორგანიზატორები უყურადღებობის გამო გააკრიტიკა.

“ჩვენს ინფორმირებასთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა თავი ვერ გამოიჩინეს.

პერთან დაკავშირებული მოვლენები მედიის საშუალებით შევიტყვეთ, ისევე როგორც სხვა დანარჩენებმა. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში ინფორმაცია მოთამაშეებს პირველ რიგში უნდა მიეწოდოთ.

ამ დღეებში ბენუას ვხედავდით და ვიცოდით ვინ ვისთან ერთად გადაადგილდებოდა. ფრანგს ვირუსი ჰქონდა, ის კი ერთხელ ლიფტში დავინახე. ზოგიერთი ჩოგბურთელი მასთან ერთად იყო, ამიტომ, ინფორმაციის Twitter-ით გაგებით ბედნიერები არ იქნებოდნენ.”

(29)

ზვერევი US Open-ს აკრიტიკებს – ინფორმირებულები არ ვიყავით

სტატიის ავტორი
-