ეროვნული ლიგა: XVII ტურის სიმბოლური გუნდი

egt treasure quest

ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი კულმინაციას უახლოვდება. ამ მომენტისთვის მე-15 და მე-16 ტურების თითო-თითო შეხვედრაა გადადებული, თუმცა მე-17 სათამაშო კვირა უკვე შედგა და 5 დეკემბერს გასამართი მატჩების დასრულებისთანავე, ათივე გუნდს თითო-თითო მატჩი ექნება ჩასატარებელი.

მე-17 ტური ყველაზე უხვგოლიანი გამოვიდა და თავი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრითაც დაგვამახსოვრა – გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს სამეულისთვის მებრძოლი ორი გუნდი – “დილა” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ. თბილისელები მატჩში სამჯერ ლიდერობდნენ, თუმცა საბოლოოდ, გორელებმა თამაშის სათავისოდ შემობრუნება და – 4:3 გამარჯვება მოახერხეს.

დრამატული გამოდგა იმერეთში გამართული შეხვედრაც, რომელშიც “სამტრედიამ” პირველი ნახევარი მოიგო, თუმცა “დინამო ბათუმმა” 63-ე და 93-ე წუთებზე გატანილი გოლებით გამარჯვება მოახერხა.

დიდი უპირატესობით გამარჯვება მოახერხა ორმა სტუმარმა გუნდმა, “თელავმა” თბილისში “მერნას” – 5:1, ხოლო “ლოკომოტივმა” ქუთაისში “ტორპედოს” – 5:1 აჯობა და პოზიციები გაიმყარა,

ტურის მთავარი სენსაცია თბილისში, “მიხეილ მესხი 2-ზე” დაფიქსირდა, სადაც გასავარდნ ზონაში მყოფმა საჩხერის “ჩიხურამ” მოქმედ ჩემპიონ და ტიტულის დაცვისთვის მებრძოლ “დინამო თბილისს” ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

ეროვნული ლიგა: XVII ტურის სიმბოლური გუნდი 1

მე-17 ტურის შედეგები: 

“სამტრედია” – “დინამო ბათუმი” – 1:2

“ჩიხურა” – “დინამო თბილისი” – 2:0

“დილა” – “საბურთალო” – 4:3

“ტორპედო” – “ლოკომოტივი” – 1:5

“მერანი” – “თელავი” – 1:6

სატურნირო მდგომარეობა მე-17 ტურის შემდეგ:

ეროვნული ლიგა: XVII ტურის სიმბოლური გუნდი 2

მეჩვიდმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

მეკარე: გიორგი ბეგაშვილი (“ჩიხურა”).

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე, ვლადიმერ დიმიტროვსკი, (ორივე “თელავი”), გოდერძი მაჩაიძე (“ჩიხურა”), გიორგი ლაცაბიძე (“დილა”).

ნახევარმცველები: ფირუზ მარაქველიძე (“თელავი”), კახაბერ კახაბრიშვილი (“ჩიხურა”), ჯაბა ჯიღაური (“დინამო ბათუმი”).

თავდამსხმელები: თორნიკე კირკიტაძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე “ლოკომოტივი”), გიორგი გულიაშვილი (“საბურთალო).

მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე (“დილა”).

ეროვნული ლიგა: XVII ტურის სიმბოლური გუნდი 3

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XVI ტურის სიმბოლური გუნდი  

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XV ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIV ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

 

(125)

ეროვნული ლიგა: XVII ტურის სიმბოლური გუნდი

სტატიის ავტორი
-