2021 წლის სეზონიდან ეროვნული ლიგის კლუბები ახალი ბურთით ითამაშებენ 

2021 წლის სეზონიდან, საქართველოს ეროვნული ლიგის კლუბები ახალი ბურთით ითამაშებენ.

საქართველოს ჩემპიონატში კლუბები გერმანული სპორტული კომპანია “პუმას” მიერ დამზადებული ბურთით ითამაშებენ, რომლის დიზაინიც თეთრი, ლურჯი, შავი და წითელი ზოლებით და სამკუთხედებითაა შექმნილი.

ელიგის უმთავრესი ატრიბუტის ახალი ფოტო ეროვნული ლიგის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

2021 წლის სეზონი 27 თებერვალს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისისა” და 18-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულ წყალტუბოს “სამგურალს” შორის მატჩით დაიწყება.

2021 წლის სეზონიდან ეროვნული ლიგის კლუბები ახალი ბურთით ითამაშებენ 

სტატიის ავტორი
-